14.12.2023

სტატიების მიღება ჟურნალ "ქრონოსის" ახალი ნომრისთვის

„ქრონოსი": ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ჟურნალი იწყებს ახალი ნომრისთვის (N 5) სტატიების მიღებას.
მასში იბეჭდება ისტორიის, ეთნოლოგიის, ფიზიკური ანთროპოლოგიის, არქეოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის მიმართულებით შესრულებული ორიგინალური სამეცნიერო ნაშრომები, რომლებიც ეხება საქართველოს, მასთან დაკავშირებულ სამყაროს და არ არის გამოქვეყნებული არც ერთ ენაზე.
სტატიის მოცულობა: ტექსტი, სქოლიოები, შენიშვნები და ბიბლიოგრაფია (რეზიუმეს, ილუსტრაციების და ტაბულების აღწერილობების გარდა) არ უნდა აღემატებოდეს 7 000 სიტყვას. 
ჟურნალის სამუშაო ენებია: ქართული და ინგლისური.
შემოსული მასალა გაივლის ანონიმურ რეცენზირებას. 
სტატიის წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2024 წლის 1 ივნისი. 
ჟურნალის ელექტრონული ფოსტის მისამართია: chronos@tsu.ge
ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, გთხოვთ, მიმართოთ ჟურნალის რედაქციას
(მთ. რედაქტორი: ალექსანდრე თვარაძე; ელ-ფოსტა: aleksandre.tvaradze@tsu.ge; ტელ. [+995] 599 22 59 06).
„ქრონოსის“ ვებ-გვერდის მისამართი: https://chronos.ihe.tsu.ge/index.php/journal