ისტორიული და ეთნოლოგიური არქივი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი XX საუკუნის 30-იანი წლებიდან მოყოლებული სისტემატურად აწყობდა სამეცნიერო ექსპედიციებს საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის სხვადასხვა რეგიონებში. სოფელ-სოფელ კრებდნენ, იწერდნენ და აღნუსხავდნენ მატერიალური და სულიერი კულტურის ამსახველ მასალას. შედეგად, ინსტიტუტში თავი მოიყარა უმდიდრესმა ტექსტურმა, გრაფიკულმა, ფოტო, აუდიო და ვიდეო მასალამ, რომელიც უნიკალურია თავისი შინაარსის, მრავალფეროვნებისა და სიძველის გამო. 2006 წელს ინსტიტუტში შეიქმნა სპეციალური სტრუქტურული ერთეული: ისტორიული და ეთნოლოგიური არქივი, სადაც თავი მოიყარა ინსტიტუტის განყოფილებებში არსებულმა მასალებმა. დღეისათვის საარქივო მასალები კლასიფიცირებულია შემდეგი ფონდებად:

   პირადი საარქივო ფონდები - ამ ფონდებში თავმოყრილია ინსტიტუტის თანამშრომელთა პირადი არქივები. მათ მიერ მოძიებული მასალების, ჩანაწებისა და გამოკვლევების გარეშე, ხშირად შეუძლებელია ეთნოგრაფიული ყოფისა და კულტურის საფუძვლიანი შესწავლა. აღნიშნული საარქივო ფონდი მოიცავს.
1. ნანული აბესაძის პირად საარქივო ფონდს
2. მელანია, ნათელა ბალიაურებისა და ნიკოლოზ მაკალათიას პირად საარქივო ფონდს
3. ვერა ბარდაველიძის პირად საარქივო ფონდს
4. სარა ბედუკაძის პირად საარქივო ფონდს
5. ლუბა ბოჭორიშვილის პირად საარქივო ფონდს
6. ფაფალა გარდაფხაძე-ქიქოძის პირად საარქივო ფონდს
7. ცმიხეილ გეგეშიძის პირად საარქივო ფონდს 
8. სები გულედანის პირად საარქივო ფონდს
9. მერი გუჯეჯიანის პირად საარქივო ფონდს
10. ალი დავითიანის პირად საარქივო ფონდს
11. ლ. დავითულიანის პირად საარქივო ფონდს
12. რ. ელანიძის პირად საარქივო ფონდს
13. გიორგი ზედგინიძის პირად საარქივო ფონდს
14. რევაზ თოდუას პირად საარქივო ფონდს
15. ნინო (თალიკო) თოფურიას პირად საარქივო ფონდს
16. მიხეილ კედელაძის პირად საარქივო ფონდს
17. გიორგი ლომთათიძის პირად საარქივო ფონდს 
18. დარისპან მარგიანის პირად საარქივო ფონდს
19. არსენ ონიანის პირად საარქივო ფონდს
20. ალექსი ოჩიაურის პირად საარქივო ფონდს
21. თინა ოჩიაურის პირად საარქივო ფონდს
22. ალექსი რობაქიძის პირად საარქივო ფონდს
23. ანზორ ქალდანის პირად საარქივო ფონდს
24. მედეა ქანთარიას პირად საარქივო ფონდს
25. მერი ქიქოძის პირად საარქივო ფონდს
26. მადონა ხაზარაძის პირად საარქივო ფონდს
27. გივი ჯავახიშვილის პირად საარქივო ფონდს

   გრაფიკული მასალის (ანაზომები, ჩანახატები და ა. შ.) ფონდი - წარმოგვიდგენს საქართველოსა და კავკასიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, როგორც რელიგიური, ასევე თავდაცვითი, საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებს. აღნიშნული მასალა უნიკალურია, ვინაიდან ის გასული საუკუნის 30-80-იან წლებში, თანაც ცნობილი არქიტექტორებისა და მხატვრების მიერ არის შესრულებული. გარდა ამისა, დაფიქსირებული მასალის უდიდეს ნაწილს დღეისათვის ან დაკარგული აქვს ფიქსაციის დროს არსებული სახე, ან საერთოდ აღარ არსებობს, ან თუ არსებობს იმდენად დაზიანებულია, რომ ათწლეულების წინ არსებული არქიტექტურული სახის აღდგენა მხოლოდ დაფიქსირებული მასალებით არის შესაძლებელი.

   
                             კარისა და ბუხრის დეტალები        

   
              აკლდამა

 
   ექსპედიციების საარქივო ფონდები - სამეცნიერო ექსპედიციებმა სისტემატიური ხასიათი გასულის საუკუნის 40-იანი წლებიდან მიიღეს. მათი მიზანი იყო შეესწავლათ კონკრეტული რეგიონის ყოფა-ცხოვრება და სულიერი კულტურა. ამდენად, ინსტიტუტში დაცული მასალები თითქმის ერთი საუკუნის წინანდელი რეალობის ამსახველია.  

  
      ბიკეკი - რიტუალური პური                                   

      
                                                დართლო - პიქტოგრამა



   
   მუსიკალური ფონდი - 
ინსტიტუტის მუსიკალური ფონდი მოიცავს ცვილის ლილვაკების კოლექციასა და მაგნიტოფირებზე არსებულ ჩანაწერებს. ლილვაკების კოლექცია საქართველოში დაცულ ლილვაკების კოლექციათა შორის ყველაზე მოცულობითი და მრავალფეროვანია. ეს მასალა უმნიშვნელოვანესია ეროვნული კულტურული მემკვიდრეობისათვის. აღნიშნული ფონდი მოიცავს ექსპედიციების დროს სერგი ჟღენტის, შალვა ასლანიშვილის, თამარ მამალაძისა და უცნობი ჩამწერის მიერ 1920-50-იან წლებში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩაწერილ სიმღერებს. 2005 წელს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და ვენის ფონოგრამარქივის მხარდაჭერით, აღნიშნული მასალა მთლიანად გადავიდა ციფრულ მატარებლებზე.


              ლილვაკები

   არანაკლებ მნიშვნელოვანია მაგნიტოფირებზე არსებული ჩანაწერები, რომლებზეც საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხური შემოქმედების ნიმუშებია ჩაწერილი. ამ კოლექციის მნიშვნელოვანი ნაწილი, ინსტიტუტის სახსრებით, უკვე გადატანილია ციფრულ მატარებლებზე.
   საყურადღებოა ამ ფონდის ტექსტური ნაწილიც. ჩანაწერებში დაცულია ექსპედიციების დროს შეკრებილი სიმღერების ტექსტები, ნოტები, გამოკვლევები ქართული მუსიკისა და საკრავების შესახებ. ამ კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიმიტრი არაყიშვილის, თამარ მამალაძის, ივანე შილაკაძის მასალები.
   აღსანიშნავია აგრეთვე, ბოლო დროს მიკვლეული დიდი ქართველი კომპოზიტორისა და ლოტბარის, ნიკო სულხანიშვილის დღემდე უცნობი სანოტო ჩანაწერები.
                 
 

   არსებული ფონდები ნაწილია იმ მასალისა, რომელიც ინსიტუტიშია დაცული. საარქივო განყოფილებაში მუდმივად მიმდინარეობს ფონდების შევსება, საარქივო მასალების აღნუსხვა, კლასიფიკაცია და დამუშავება. აღნიშნულის გათვალისწინებით, შესაძლებელია საარქივო ფონდებმა განიცადონ გარკვეული კორექტირება.