სომხეთის რესპუბლიკის ელჩის ვიზიტი ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში
2024 წლის 12 ივნისს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტს ეწვია სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი აშოტ სმბატიანი. შეხვედრას ესწრებოდნენ: ინსტიტუტის დირექტორი, ბატონი გიორგი ჭეიშვილი, დირექტორის მოადგილე ბატონი ვალერიან ვაშაკიძე, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე ბატონი ლავრენტი ჯანიაშვილი. შეხვედრის დროს საუბარი შეეხო ქართული და სომხური დიასპორების ისტორიის შესწავლის საკითხებს; დაისახა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განსახორციელებლად. ბატონმა ელჩმა ინსტიტუტის ბიბლიოთეკას სამახსოვროდ გადასცა სამეცნიერო ლიტერატურა.