19.11.2025

საერთაშორისო სიმპოზიუმი - აკადემიკოსი გიორგი ჩიტაია - 135


2025 წლის 24-27 ნოემბერს გაიმართება აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას დაბადებიდან 135 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმი.

ორგანიზატორები: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ს/ს ინსტიტუტი; თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი; ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა; საქართველოს ანთროპოლოგთა ასოციაცია.

24 ნოემბერი - კონფერენციის გახსნა და პლენარული სხდომა ჩატარდება თსუ I კორპუსში, სხდომათა დარბაზი 107.
25 ნოემბერი - I, II, III და IV სესია ჩატარდება თსუ I კორპუსში.
26 ნოემბერი - V და VI სესია ჩატარდება ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში.
27 ნოემბერი - VII სესია ჩატარდება ონლაინ; VIII სესია ჩატარდება საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში.