ლია ბითაძე: ანთროპოლოგიური მონაცემები ქართველთა ეთნოგენეზისათვის [თბილისი, 2001] ნაწ. - 2
2010

ლია ბითაძე: ანთროპოლოგიური მონაცემები ქართველთა ეთნოგენეზისათვის [თბილისი, 2001] ნაწ. - 2

18.02

ცხრ.N3 კანის რელიეფის ძირითადი ნიშნების ვარირება ქართველებში  
    Min. Max. X.
I თითების ქარგები
1. A
L
W
1.7846.1533.09 8.4266.5350.54 4.2254.2941.50
II ხელის გულის ბალიშები
2. Hy
3. Th/I
4. II
5. III
6. IV
22.921.96 033.33 28.95 50.0011.54 18.4261.46 60.26 33.616.03 7.7446.84 48.49
III დამატებითი ტრირადიუსები
7. II
8. III
9. IV
0.00.0 6.67 25.2210.26 25.00 7.421.07 14.36
IV ღერძის ტრირადიუსები
10. t
t1
56.396.62 81.4424.36 69.1113.85
V მთავ. ხელისგულის ხაზი A
11. A1
A3
A5
0.028.89 40.11 15.2252.50 66.97 6.6540.44 53.54
VI მთავ. ხელის გულის ხაზი D
12. D7
D9
D11
5.2630.43 31.82 33.3350.00 60.53 15.8738.79 45.36
VII მთავ. ხელის გულის ხაზი C
Culn.
Crad.
Cprox.
Cabsen.
18.4219.59 6.670.0 56.4268.42 36.6011.21 36.9446.41 11.265.40
VIII მთავ. ხელის გულის ხაზი B
Bdis.
Brad.
27.7816.67 82.5472.22 51.4648.37

ქართველების პოლიმორფულობა, მაღალი გენეტიკური ცვალებადობა კარგად სჩანს დერმატოგლიფიკური (ცხრილი N3) თუ ზოგიერთი სეროლოგიური (ცხრილი N2) ნიშნების ცვალებადობის დონის მიხედვით. ნიშანდობლივია სისხლის ჯგუფების განაწილება ქართველებში. უდავოდ ევროპეოიდებისათვის [26] დამახასიათებელი განაწილებით გამოირჩევა Rhesus-ის უარყოფითი გენი (d) ქართველებში, AB0 სისტემის q-გენის დაბალი სიხშირე, ასევე r გენის მაღალი და საშუალო სიხშირეები. რაც შეეხება სისტემა P-ს, მისი მიხედვით ქართველების ცვალებადობა განსაკუთრებით მაღალია. საქართველოში შეინიშნება გენის ძალიან მაღალი კონცენტრაცია P2 ბევრად მაღალია, ვიდრე სამხრეთ ევროპის ქვეყნებში, რომლებიც ამ გენის მაღალი კონცენტრაციით მნიშვნელოვნად გამოირჩევიან ჩრდილოეთ ევროპელებისაგან. ხოლო ქართველების ზოგიერთ პოპულაციებში ისეთივე მაღალი კონცენტრაცია აღინიშნება ამ გენის, როგორიც ჩინეთისა და იაპონიის მოსახლეობაში. ევროპელებზე უფრო მაღალი სიხშირით გამოირჩევა ახლო აღმოსავლეთისა და წინა აზიის მოსახლეობა, რომელიც ინდოხმელთაშუაზღვისპირული რასის სამივე განშტოების წარმომადგენლები არიან. მათგან მაღალი კონცენტრაცია აქვთ პაკისტნელებს (0.5108-0.6423), იემენის არაბებს (0.6467-0.7609), საუდის არაბეთის ბედუინებს (0.5748), ებრაელებს (0.5554-0.8039), ასირიელებს (0.5860), ავღანელებს (0.6107) და ა. შ. ქართველებში ამ გენის დაბალი ზღვარი ევროპაში არსებული მაქსიმალური კონცენტრაციის ტოლია, ხოლო მაღლა ზღვარი – სცილდება ევროპეოიდებისათვის დამახასიათებელ დონეს, რაც ალბად, მიუთითებს ამ სისტემის ეკოლოგიურ თუ ფიზიკურ გარემოსთან კავშირს. ისევე, როგორც ბრაქიკეფალიზაციამ (რომელიც ყველგან მიმდინარეობდა, ევროპასა თუ აზიაში) საქართველოსა და კავკასიაში მიიღო უკიდურესი ფორმა, P ფაქტორის P2 გენის გამოვლინება შეიძლება კავშირში იყოს იმავე ფაქტორთან, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბრაქიკეფალიზაციის დროს.

საქართველოში ისევე, როგორც ევროპეიდების განსახლების მთელ ტერიტორიაზე, გენი მ მეტია გენ ნ-ზე. გენთა კონცენტრაციაში განსხვავება მინიმალურია (ევროპაში), საქართველოსა და კავკასიაში დადგენილია ერთი ტიპის შეფარდება, გენი მ 1,5-3–ჯერ სჭარბობს ნ-ს. MN სისტემის მიხედვით ქართველები ამჟღავნებენ ახლო მსგავსებას ირანის, ერაყის, იორდანიის მოსახლეობასთან, მაგრამ ყველაზე ახლო მსგავსება აღინიშნება დაღესტნელებთან.
 
კანის რელიეფის ძირითადი ნიშნების განაწილება უდაოდ მეტყველებს ქართველების მაღალ გენეტიკურ ცვალებადობაზე. მიუხედავად ცალკეული ნიშნების ასეთი დიდი დიაპაზონით ვარირებისა, მთლიანობაში ქართველებში კარგად არის გამოხატული ის კომპლექსი, რომელიც მათთვის საერთოა. პირველ რიგში ეს არის თითების ქარგების (L და ჭ) მაღალი სიხშირეები, ქარგების მნიშვნელოვანი კონცენტრაცია III და IV თითთაშორის ბალიშებზე, დამატებითი ტრირადიუსების საშუალო და მაღალი კონცენტრაციები, ღერძის ტრირადიუსის ტ-ს საშუალო რაოდენობა, ხელის გულის მთავარი ხაზი A-ს მე-5 ტიპის, D-ს - მე-11, ჩ–ს რადიალური და B-ს დისტალური ტიპების მაღალი შემცველობა, რაც მათ სამხრეთ ევროპეოიდების რიგში აყენებს. პოპულაციებს შორის განსხვავება აიხსნება ამ შემთხვევაში სუფთა გენეტიკური პროცესებით, როცა პოპულაციური დონის ცვალებადობა უფრო მაღალია ეთნიკურზე. ყველაფერი ამის გათვალისწინებით ახლო კავშირები ამ მოსახლეობას აკავშირებს წინა და შუა აზიის მოსახლეობასთან და რაც ალბათ გამოვლინებაა სუბსტრატისა, რომელიც უძველესი დროიდან აკავშირებდა ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას.
 
ამრიგად, ანთროპოლოგიური მონაცემების საფუძველზე დასტურდება: -საქართველოს უძველესი მოსახლეობა ეკუთვნოდა მედიტერანულ ანუ ხმელთაშუაზღვისპირულ ტიპს. საქართველოს თანამედროვე მოსახლეობა ინდოხმელთაშუაზღვისპირული, ანუ სამხრეთ ევროპეოიდული რასის წინააზიურ რასას მიეკუთვნება.
 
- უძველესი დროიდან ამ ტერიტორიაზე დასახლებული მოსახლეობა თავისი ანთროპოლოგიური იერით წინააზიური ფორმების ბუნებრივ ვარიაციების ფარგლებში ცვალებადობს. - ცალკეული ნიშნების და ტიპების (დოლიქოკრანულიდან ბრაქიკრანულის მიმართულებით) ცვლას საზოგადოდ თანდათანობითი გადასვლის ხასიათი ჰქონდა.
- ადრებრინჯაოს დროიდან მოყოლებული, მომდევნო პერიოდების ყველა სერიები უახლოესი მორფოლოგიური მსგავსებით არიან დაკავშირებულნი. განსხვავება თავის ფორმის და სახის სიგანის მიხედვით მნიშვნელოვანი ხდება ადრეფეოდალური ხანიდან. მიუხედავად ამისა, სხვა უმნიშვნელოვანეს ნიშნებში (სახის ჰორიზონტალური პროფილირება, ცხვირის სიმაღლე და წარზიდულობა, ცხვირის სიგანე) მსგავსება უდავოა.
 
- დერმატოგლიფიკური და სეროლოგიური მასალების ანალიზი აჩვენებს საქართველოს მოსახლეობის მჭიდრო კავშირს წინააზიურ სამყაროსთან, ვინაიდან წარმოადგენს წინააზიის ჩრდილო საზღვარს და ამჯერადაც ადასტურებს იმ ძველი საერთო სუბსტრატის არსებობას, რომელიც კარგადაა ცნობილი, ყოველ შემთხვევაში ბრინჯაოს ხანიდან მაინც, უკვე ახალი გენეტიკური სისტემების მიხედვთაც.
- ყოველივე ზემოთ თქმული ადასტურებს, რომ ქართველების დღევანდელი სახით ჩამოყალიბება მოხდა მათი განსახლების თანამედროვე ტერიტორიაზე, შესაძლოა ეს ტერიტორია მოიცავდა უფრო სამხრეთ რეგიონსაც.

1. Г. Ф. Дебец, М. Г. Левин, Т. А. Трофимова, Антропологический материал как источник изучения вопросов этногенеза. СЭ, 1958, №1.
2. ვ. ასლანიშვილი. არაგვის აუზის უძველესი მოსახლეობა (კრანიოლოგიური მონაცემების მიხედვით). ანალები, 2000, N2.
3. М. Г. Абдушелишвили. Древнее и современное население Грузии. Тб., «Мецниереба», 1964; მ.აბდუშელიშვილი. კავკასიის ანთროპოლოგია ბრინჯაოს ხანაში. თბ., "მეცნიერება”, 1982, გვ. 9; კ. ქარჩხაძე. ენეოლითის ხანის კრანიოლოგიური სერია ზეიანიდან. თბ., არქეოლოგიური ძიებანი, 1986.
4. М. Г. Абдушелишвили. Древнее и современное население Грузии. Тб., «Мецниереба», 1964.
5. М. Г. Абдушелишвили. указ. соч.
6. R. Riquet. Population et Roges trique et au Bronse Aneien. 2e * These L,age du Bronse Danns of midoc. Paris, 1970.
7. F.Keit. Report on the human remains in B.Helle H and Wooley C. Ur Excavations, v. 1, Oxford, 1927.
8. C. Morant, A stady of Predinastic Egyptians sculle From Badari. Biometrica, 27, 1935.
9. В. Б. Бунак. Антропологический состав населения Кавказа. Вестник Гос. Музея Грузии, т. XIII A, 1946.
10. W. Krogman. The peoplese of early Iran and their ethnic affiliations. Amer Jour. Phys. Anthrop. 26. 1940.
11. H. Vallois. Lies ossements humains de Sialk. Dans Chirshman, k. Mus. de Louvre Fouilles de Sialk pres de Richman 1933, 1934, 1937 b.c.v.2. Paris, 1939
12. საქართველოს არქეოლოგია. თბ., 1959.
13. О. Д. Лордкипанидзе. Население Древней Грузии, Тб., «Мецниереба», 1989, с. 93.
14. Л. И. Глонти. Поселение куро-аракской культуры. Автореф. дисс. канд. ист. наук, Тбилиси, 1970.
15. В. В. Бунак. Crania Armenica. 1927.
16. В. В. Бунак. Этнические общности и расовые деления. В сб. Расогенетические процессы в этнической истории. М., «Наука», 1974. С. 3-10.
17. В. В. Бунак, М. Ф. Неструх, Я. Я. Рогинский.Антропология, М., 1941.
18. Г. Ф. Дебец. Палеоантропология СССР, 1948.
19. ლ. ბითაძე, ვ. ციუმა, ვ. ქარდავა. სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის ანთროპოლოგია. ანალები, 2000, N 1, გვ. 92-99.
20. R. Virchow. Das Graberfeld von Kaban. Berlin. 1883.
21. М. Г. Абдушелишвили. Об эпохальной изменчивости антропологических признаков. ИЭКС, XXXIII. Москва. 1960; М.Г. Абдушелишвили, Таксономическое значение скулового диаметра для антропологической классификации современного населения Кавказа. Тр. МОИП. 1964. г. XIV, с. 190-207.
22. М. Г. Абдушелишвили. Антропология древнего и современного населения Грузии. Тб., «Мецниереба», 1964.
23. Г. Ф. Дебец. Палеоантропология СССР, 1948.
24. მ.აბდუშელიშვილი. ანთროპოლოგიური მასალები საქართველოს უძველესი ისტორიისათვის. მასალები კავკასიის ანთროპოლოგიისათვის. თბ., "მეცნიერება”, 1971.
25. М. Г. Абдушелишвили. Антропологический генезис аборигенного населения Кавказа. Тр. МОИП. т. XLIII, 1972, стр. 226-233. 26. Mourant A. E., Kopes C. ADA, Kazimera Domanievska-Sobbczak. The distribution of the human groups and other polymorphisms. London. Oxford university press. N. U Toronto, 1976.

Л.Битадзе
Антропологические даные к этногенезу грузии
Население, проживающее на территории современной Грузии, начиная с раннебронзового периода, включая все последующие эпохи, вплоть до раннефеодального периода, входило в круг Средиземноморских форм. Это население в основном характеризировалось долихокранией, узким и высоким лицом, резко профилированным в горизонтальной плоскости, высоким переносьем, узким, средней высоты и резко выступающим носом.
Современное население относится к переднеазиатской расе большой Индосредиземноморской или южноевропеоидной расы.
Изменение отдельных признаков и типов от долихокрании к брахикрании имел характер постепенного перехода. Несмотря на различие в формах головы и ширины лица, отличаемые с раннефеодального периода, население в целом связано тесным морфологическим сходством, проявляющееся по таким важным расо-диагносцирующим признаком, как горизонтальная профилировка лица, высота и выступание носа, ширина носа и т. д.
 
Анализ дерматоглифических и серологических (ABO, Rhesus, MN, P) данных 50 популяций грузин выявляют тесные связи с населением Передней Азии, и подтверждают теперь уже, на основании генетических систем, существование древнего общего субстрата, известного на этой обширной территории, по крайней мере, с эпохи бронзы.
 
Все имеющиеся в вашем распоряжении материалы (краниология, соматология, дерматоглифика, серология) подтверждают, что формирование антропологического типа современных грузин происходило на территории их современного расселения. Возможно эта территория включала прилегающие к Кавказу северные районы Передней Азии.