ოსური სეპარატიზმი და ქართული სინამდვილე (1917-1925 წწ.)
2017

ოსური სეპარატიზმი და ქართული სინამდვილე (1917-1925 წწ.)

13.07

საარქივო და პრესის მასალებზე დაყრდნობით, ნაშრომში ქართული პოლიტიკური აზროვნების ფონზეა შესწავლილი ოსური სეპარატიზმის წარმოშობის და 1918, 1919, 1920 წლების აჯანყებების განმაპირობებელი მიზეზები. შიდა ქართლიდან ქართული მოსახლეობის გამოდევნის, საქართველოს ტერიტორიის მიტაცების და საბჭოთა რუსეთთან მიერთების მცდელობის ფაქტები. განსაკუთრებული ადგილი აქვს დათმობილი ოსურ სეპარატიზმთან მიმართებაში დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის პოლიტიკურ კურსს, მის მიერ გატარებული ღონისძიებების საფუძველზე მიღებულ შედეგებს. გამოკვლევის მეორე ნაწილში, საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან ოსური სეპარატიზმისადმი მფარველობაა დასაბუთებული. დოკუმენტური მასალით დადასტურებულია, რომ ოსების ავტონომია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასარღვევად წინასწარ გამიზნულ ქმედებას წარმოადგენდა. ნაშრომს დართული აქვს: ა) ოსური ავტონომიის პროექტების მიხედვით შედგენილი და საზოგადოებისათვის დღემდე უცნობი 7 ფერადი რუკა; ბ) 135 უნიკალური საარქივო დოკუმენტი. ეს მასალები ოსი სეპარატისტების ნამოქმედარის ობიექტური შეფასების და "სამხრეთ ოსეთის" საბჭოური ავტონომიის შექმნის დანაშაულებრივი ქმედების უტყუარი დადასტურების შესაძლებლობას იძლევა. მეორე მხრივ, იგი XX საუკუნის 20- იანი წლების პოლიტიკური პროცესების შეფასებასთან მიმართებაში, ოსი ისტორიკოსების მიერ ქართველი ერისადმი წაყენებული ცრუ ბრალდებების მხილების დასაბუთებულ პასუხს წარმოადგენს.