დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით, ნაშრომში დასაბუთებულია: 1) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისა და ქართველი ერისადმი ოსი ისტორიკოსების მიერ წამოყენებული ბრალდება - ოსების თითქოსდა "გენოციდის" მოწყობის შესახებ, გამოგონილ ფაქტებს ემყარება და სიცრუეს წარმოადგენს; 2) საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, მათ მიერ მოტანილი რაოდენობითი მონაცემები, საბჭოთა ისტორიკოსების მიერაა შეთხზული და საარქივო დოკუმენტებით არ დასტურდება. იმავე საარქივო მასალებიდან აღებული ფაქტების ანალიზის საფუძველზე, წინამდებარე ნაშრომში დამაჯერებლადაა ნაჩვენები, რომ ოსი სეპარატისტების მხრიდან 1918-1925 წლებში შიდა ქართლის მთიანი ზონის ქართულ მოსხლეობასთან მიმართებაში ჩადენილი ქმედებები, ეთნოწმენდისა და გენოციდის ტოლფას დანაშაულს შეიცავდა.