მოგზაურობა წმ. ქალაქ იერუსალიმსა და წმ. ათონის მთაზედ
2016

მოგზაურობა წმ. ქალაქ იერუსალიმსა და წმ. ათონის მთაზედ

31.08


წიგნის შესავლისა და კომენტარების ავტორი
ვაჟა კიკნაძე

  შესავალ ნაწილში მკითხველი ეცნობა მეუფე პეტრეს ბიოგრაფიას, მის დამსახურებას სამშობლოსა და ეკლესიის წინაშე; ასევე, მეუფე პეტრეს შეურყვნელ პოეზიას ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენასთან დაკავშირებით, იმ წვლილს რაც მან შეიტანა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისთვის  ბრძოლის საქმეში; ასევე, იმ მოტივებს, რამაც განაპირობა მისი "მოგზაურობის" წიგნის შექმნა. განხილულია აგრეთვე წიგნის პირველი გამოცემის ვითარება და ავტორის მიერ მისი მეორე, შევსებული სახით გამოცემის მცდელობები. დასაბუთებულია, რომ "მოგზაურობა" წარმოადგენს XIX ს. მიწურულის პილიგრიმული ლიტერატურის შესანიშნავ ნიმუშს. მეუფე (მოგზაურობის დროს დეკანოზი) ახერხებს ქრისტიანული სიწმინდეების აღწერა-მოლოცვასთან ერთად, მკითხველში გააღვიძოს პატრიოტული გრძნობები. "მოგზაურობა" საყურადღებო ძეგლს წარმოადგენს, როგორც რელიგიური, ასევე ისტორიული და ენობრივი თვალსაზრისით. წიგნის ბოლოს დართული დოკუმენტები, მკითხველს საშუალებას აძლევს, უფრო კარგად აღიქვას "მოგზაურობაში" მოტანილი მრავალი პერსონალია, გაიგოს მეტი დასახელებული ხელნაწერების  ტოპონიმების შესახებ და ა. შ.
  კომენტარებში განხილულია ყველა ის საკითხი, რაც როგორც პროფესიონალი, ისე ფართო მკითხველისთვის ინტერესის საგანს წარმოადგენს (მაგალითად: ქართული ტაძარ-მონასტრები საზღვარგარეთ, მათი ადგილმდებარეობა, აშენების სავარაუდო წლები, კუთვნილება შუა საუკუნეებსა და ახალ ეპოქაში, მეუფე პეტრეს მარშრუტი და ა. შ.).