ქართული კულტურის ეთნოლინგვისტური ენციკლოპედია
2023

ქართული კულტურის ეთნოლინგვისტური ენციკლოპედია

05.11


შემდგენლები:

ირმა კვაშილავა
ნუგზარ ანთელავა
მანანა ბუკია
მერაბ ჩუხუა


პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და შესრულდა ჩერქეზული (ადიღეული) კულტურის ცენტრში. შემქმნელი ჯგუფის ძირითადი ამოცანა იყო პირველადი წარმოების, სიცოცხლის უზრუნველყოფის, სოციალური და ჰუმანიტარული კულტურების ძირითადი მახასიათებლების აღწერა. კულტურის ეთნოლინგვისტური გააზრებისათვის შემუშავდა ეთნოკულტურის კომპლექსური კვლევის მეთოდიკა; ჩატარდა ქართული ხალხური ყოფისა და კულტურის ძირითადი მახასიათებლებისა და მასთან დაკავშირებული ლექსიკის ეთნოლინგვისტური აღწერა და ანალიზი; სამეცნიერო მიმოქცევაში შევიდა ახალი ლექსიკური და ეთნოგრაფიული მასალა, რომელიც აღნიშნული პრობლემატიკის შემდგომ კვლევებს დაუდებს საფუძველს

https://rustaveli.org.ge/res/docs/33cb4aa92e5c0aa3f949a64f59bf1e48b54727d1.pdf