ეროვნული უმცირესობანი საქართველოში XX - XXI სს. (ეთნიკური ოსები და სოციალურ-კულტურული ინტეგრაციის პრობლემები)
2016

ეროვნული უმცირესობანი საქართველოში XX - XXI სს. (ეთნიკური ოსები და სოციალურ-კულტურული ინტეგრაციის პრობლემები)

01.04

ნაშრომში ეთნიკური ოსების მაგალითზე ავტორი აანალიზებს ქართულ სოციუმში მათი სოციალურ-კულტურული ინტეგრაციის პრობლემებს. ნაჩვენებია, რომ საბჭოთა მოდერნიზაციის პირობებში საზოგადოებაში რეალურად შექმნილი ვითარება დეზინტეგრაციისკენ მიდიოდა. ავტორის აზრით, ამჟამად პოსტსაბჭოური ტრანსფორმაციის (დამოუკიდებლობის) პირობებში განსხვავებულ სურათს ვხედავთ. ავტორი მიიჩნევს, რომ შესაბამისი სამთავრობო და საზოგადოებრივი პოლიტიკის გატარების შედეგად (საერთაშორისო სამართლებრივ აქტებთან მიერთება და მათი მოთხოვნების ცხოვრებაში გატარების პრაქტიკა) საქართველოში წარმოდგენილი ეროვნული უმცირესობები ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ახალი სოციუმის ორგანულ ნაწილად გარდაიქმნებიან. მისი აზრით, ამ ახალ ზეეროვნულ, ნაციონალურ სამოქალაქო გაერთიანებას შეიძლება ,,ქართველიანი’’ (მრავლობითში ,,ქართველიანნი’’ ან ,,ქართველიანები’’) ვუწოდოთ.