2010
აფხაზთა ეთნიკური ისტორიის პრობლემები
22.11
ავტორი
სალომე ბახია-ოქრუაშვილი
კვლევის ძირითად ობიექტს აფხაზთა ეთნიკური ისტორიის პრობლემები წარმოადგენს, რომელიც ამ ეთნიკური ერთობლიობის განვითარების ძირითადი ეტაპების შესწავლას მოითხოვს. საქართველოსა და კერძოდ, აფხაზეთის ტერიტორიაზე წარმოქმნილი მცირე ეთნიკური ჯგუფის – აფხაზების ისტორიულ-ეთნოლოგიური შესწავლა დაკავშირებულია აფხაზი ხალხისა და ქართველების მჭიდრო, ხანგრძლივი და რთული ურთიერთობების პრობლემებთან. მართალია, აფხაზების ვინაობისა და ეთნიკური კუთვნილების შესახებ ამ ბოლო ხანებში ბევრი დაიწერა, მაგრამ აფხაზების წარმოშობის ძირითადი საკითხები დღესაც ისტორიკოსებისა და ეთნოლოგების მუდმივი ყურადღების ცენტრშია, ეთნიკური ისტორიის ადრეული ეტაპების შესახებ ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებების არსებობის მიუხედავად.