2025
ისტორიულ-პოლიტიკური ძიებანი
19.05
ავტორი
ავთანდილ სონღულაშვილი
ნაშრომში, დოკუმენტური წყაროებისა და მდიდარი სამეცნიერო ლიტერატურის გათვალისწინებით, შესწავლილია საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის ცალკეული საკითხები. განხილულია საერთაშორისო ურთიერთობების პოლიტიკური პროცესები. ნაჩვენებია ქალის მდგომარეობა ისლამურ სამყაროში. წარმოჩენილია ნაკლებად ცნობილი რელიგიური სექტის – „სკოპცების“ ადგილი რუსეთის იმპერიის ცხოვრებაში. ხაზგასმულია საქართველოში ეროვნული მოძრაობის მნიშვნელობის შესახებ საბჭოთა რეჟიმის პერიოდში. ყურადღება გამახვილებულია ეთნიკური უმცირესობის მდგომარეობაზე ესპანეთში და საკუთარი ხალხისთვის გენოციდის მოწყობაზე, რასაც ადგილი ჰქონდა კამბოჯაში XX საუკუნის 70-იან წლებში. ცალკე ადგილი ეთმობა ნეიტრალიტეტისა და მილიტარიზმის თანხვედრის მნიშვნელობას შვეიცარიის მაგალითზე. ნაშრომი გათვალისწინებულია მკითხველთა ფართო საზოგადოებისათვის.