ავტორები:
ლიანა ბითაძე
დავით ჭითანავა
შორენა ლალიაშვილი
ელისო ყვავაძე
თამაზ ზუბიაშვილი
ნაშრომი შესრულდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. გრანტი - A-23-09
მონოგრაფიაში პირველადაა შესწავლილი ისტორიული ქართლის მოსახლეობა უძველესი დროიდან დღემდე და განხილულია ამ რეგიონის მოსახლეობის ეთნიკური სურათის დინამიკა სხვადასხვა დარგის მეცნიერთა მიერ ჩატარებული კომპლექსური კვლევის საფუძველზე. ისტორიული, ანთროპოლოგიური, პალინოლოგიური და დემოგრაფიული მასალების კვლევის შედეგად, მოსახლეობის ეთნიკური ვინაობის ჭრილში, ნაშრომში განხილულია ფიზიკური ტიპის ცვალებადობა, საცხოვრებლის ეკოლოგიური გარემო, თანამედროვე მიგრაციული პროცესების თავისებურება, არქეოლოგიურ, ენობრივ, ასევე, წერილობითი წყაროებზე დაყრდნობით წარმოებულია უძველესი მოსახლეობის ისტორიულეთნოლოგიური კვლევა. ნაშრომი განკუთვნილია ანთროპოლოგების, ისტორიკოსების, დემოგრაფების და მკითხველთა ფართო წრისათვის.