ნაშრომში ქართული, აღმოსავლური და ევროპული ნარატიული წყაროების, ახლად გამოვლენილი საარქივო დოკუმენტების საფუძველზე, მდიდარი სამეცნიერო ლიტერატურის გათვალისწინებით შესწავლილია ქართველების ისტორია ირანში უძველესი დროიდან დღემდე. წარმოჩენილია საქართველო-ირანის ურთიერთობის ასპექტები. ნაჩვენებია ქართველების როლი ირანის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ცალკე ადგილი ეთმობა ფერეიდნელი ქართველების საკითხების განხილვას, რაც ახალი მასალებით არის შეჯერებული.