ბორდერიზაცია და ქართულ-ოსური ურთიერთობები ოკუპირებულ რეგიონში
2022

ბორდერიზაცია და ქართულ-ოსური ურთიერთობები ოკუპირებულ რეგიონში

06.05



მონოგრაფია გამოცემულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის - „რუსეთის მცოცავი ოკუპაციის ზონაში მოქცეული სოფლების ყოფის“ (FR-18-10229) ფარგლებში. 

წიგნში განხილულია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საოკუპაციო ზოლის ბორდერიზაციის შედეგად დაზარალებული ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მიმდებარე - გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, დუშეთის, საჩხერისა და ონის მუნიციპალიტეტების სოფლების ყოფა და ქართულ-ოსური ურთიერთობის მიმარ-თულებით არსებული პრობლემები.