ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი სამეცნიერო დაწესებულებაა, რომელიც სათავეს იღებს ჯერ კიდევ 1917 წლის 1 ივლისს თბილისში დაარსებული - კავკასიის ისტორიულ - არქეოლოგიური ინსტიტუტიდან. აღნიშნული ინსტიტუტის დაარსება განხორციელდა აკადემიკოს ნიკო მარის მოთავეობით.