2023
კავკასიის ისტორია - ორტომეული
30.10
როინ მეტრეველი
ვალერიან ვაშაკიძე
გიორგი ჭეიშვილი
ლელა მიქიაშვილი
ალექსანდრე დაუშვილი
ჯონი კვიციანი
ოთარ ჯანელიძე
ვახტანგ გურული
კავკასია, როგორც კაცობრიობის ცივილიზაციის უძველესი კერა და ბუნებრივი ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, უდიდეს როლს ასრულებდა ხალხთა დაახლოებასა და ურთიერთგაგებაში. ის მუდამ უმნიშვნელოვანესი რეგიონი იყო, უნიკალური გეოპოლიტიკური, გეოკულტურული თუ ეკონომიკური მდგომარეობით. ცივილიზებული მსოფლიოს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული ცხოვრება წარმოუდგენელი, ნაკლული და არასრულია კავკასიის გარეშე.
„კავკასიის ისტორია“ მოიცავს ორ ტომს და ამგვარი სრული გამოცემა პირველად ქვეყნდება. ნაშრომში წარმოჩენილია ის დიდი გზა, რომელიც კავკასიის ქვეყნებმა და ხალხებმა გაიარეს – ადრინდელი, პროტოფეოდალური, ფეოდალური შუღლისა და დაქუცმაცების ხანა, უცხოელთა ბატონობა, ცარიზმის კოლონიური ჩაგვრისა და საბჭოთა იმპერიის სირთულეები. კავკასიის ქვეყნების ტრადიციები, პოლიტიკური ვითარება და დიპლომატიური ურთიერთობები; ეროვნული, რელიგიური, სოციალური თუ კულტურული სიჭრელე და სწრაფვა შიდა კავკასიური მშვიდობის მოგვარებისათვის. ფუნდამენტურ სამეცნიერო ნაშრომში არის მცდელობა დასაბუთებისა, რომ კავკასიის ხალხის მშვიდობიანი თანაარსებობის, ინტეგრაციის საფუძველია კავკასიური ცივილიზაცია, რომელიც ეყრდნობა ერთიან ისტორიულ წარსულში ჩამოყალიბებულ საერთო ღირებულებებს.