2023
ადვოკატ კირილე ნინიძის სიტყვა წმ. ამბროსი კათოლიკოსის სასამართლო პროცესზე
14.11
ავტორი
ელდარ ბუბულაშვილი
ნაშრომი ასახავს და მეცნიერულად იკვლევს წმინდა მღევდელმთავრის - ამბროსი ხელაიას სასამართლო პროცესს; კერძოდ, ამ პროცესზე მისი ადვოკატის - კირილე ნინიძის მიერ წარმოთქმულ სიტყვას. როგორც ირკვევა, სწორედ ამ სიტყვამ განაპირობა, რომ ამბროსი ხელაიას არ მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მიერ მართული დამსწრენი მის დახვრეტას ითხოვდნენ.
წმინდა მღევდელმთავარი ამბროსი საქართველოს ეკლესიამ წმინდანთა დასში 1995 წელს შერაცხა, და თუმცა მის შესხებ არაერთი ნაშრომი გამოქვეყნდა, წერილობითი წყაროების უმრავლესი ნაწილი ჯერაც შეუსწავლელი რჩება.
სწორედ ამ ხარვეზს ავსებს ნაშრომი, რომლის საფუძველი - საარქივო მასალა - ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული, ისევე, როგორც წმ. მღვდელმთავრის დანარჩენი წერილობითი მემკვიდრეობა.