ჯავახეთი: საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების სოციო-კულტურული მახასიათებელები და სასაზღვრო ურთიერთობები
2023

ჯავახეთი: საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების სოციო-კულტურული მახასიათებელები და სასაზღვრო ურთიერთობები

15.12


ავტორები:
ქეთევან ხუციშვილი
როზეტა გუჯეჯიანი
მირიან ხოსიტაშვილი


ნაშრომი შესრულებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, გრანტი - BRG-I-22-282.

პუბლიკაცია, ასახავს  ჯავახეთის, როგორც სასაზღვრო ზონის, სოციო-კულტურული მახასიათებლებისა და მათზე საზღვრის, როგორც ფიზიკური რეალიის, საზღვრისადმი დამოკიდებულებისა და საზღვრის ფუნქციონირების გავლენის შესწავლას და  უკვე არსებული მდიდარი სამეცნიერო ბაზის გამოყენებასა და მის შედარებას ამჟამინდელ ვითარებასთან.
აღსანიშნავია, რომ ნაშრომი ეფუძნება სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის ფარგლებში ჩატარებულ კვლევას 2022 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე საქართველოში (ჯავახეთსა და სამცხეში –  ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტები და, ასევე, თურქეთის  რესპუბლიკაში  არტაანის რეგიონი).
მონოგრაფიული გამოკვლევა მოიცავს რეგიონის ზოგად დახასიათებას; საისტორიო წყაროთა და სამეცნიერო ლიტერატურის მოკლე მიმოხილვას, აგრეთვე, დასახლების ტიპის, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, სამეურნეო კულტურის, მეურნეობის დამხმარე დარგების, საოჯახო ყოფის, ქორწინებისა და დაკრძალვის ტრადიციების, სოლიდარობის ფორმების, რელიგიური ვითარების, ეთნიკური მრავალფეროვნებისა და მშვიდობიანი თანაარსებობის ტრადიციული გამოცდილების, პოსტსაბჭოთა პერიოდის სირთულეების, ტრადიციული კულტურისა და თანამედროვე ვითარების ურთიერთმიმართებისა და სასაზღვრო კომუნიკაციის აღწერა-ანალიზს.