2022
დეეთნიზაციის პროცესები გვიანი შუა საუკუნეების საქართველოში (ქართველთა რელიგიურ-კონფესიური ჯგუფები)
25.09
ავტორი
როლანდ თოფჩიშვილი
წიგნი ქართველთა შორის გვიან შუა საუკუნეებში სხვადასხვა რელიგია-კონფესიების - ისლამი, კათოლიციზმი, მონოფიზიტობა - გავრცელებას ეძღვნება. ავტორმა ამ თემაზე სტატია ჯერ კიდევ 1987 წელს გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივში დაცულ XIX საუკუნის მოსახლეობის რუსულ აღწერებს ეფუძნებოდა. ისლამის, კათოლიკობის და გრიგორიანობის გავრცელება ჩვენი ქვეყნის ისტორიის რთულ პერიოდთანაა დაკავშირებული. ეს პროცესი ერთიანი ქართული ეთნიკური ორგანიზმიდან ცალკეული ნაწილების ჩამოცილებას იწვევდა, რადგან შუა საუკუნეებში ეთნიკურობის განმსაზღვრელ ნიშნად რელიგია მიიჩნეოდა.