საქართველოს თავად-აზნაურული გვარების ისტორია (მეორე შევსებული და გადამუშავებული გამოცემა)
2021

საქართველოს თავად-აზნაურული გვარების ისტორია (მეორე შევსებული და გადამუშავებული გამოცემა)

15.10


ავტორი
როლანდ თოფჩიშვილი

ქართველს ყოველთვის აინტერესებდა როგორც საკუთარი, ისე სხვათა გვარების ისტორია. ოჯახის შექმნისას, უპირველეს ყოვლისა, საქორწინო პარტნიორის გვარსახელს კითხულობდნენ. მას მნიშვნელოვანი სოციალური ფუნქციები გააჩნდა და დიდი ნათესაური გაერთიანების აღმნიშვნელი იყო. ერთი სიტყვით, თითოეული გვარის ისტორია საქართველოს ისტორიის პატარა ნამცეცია. მისი საშუალებით არა მხოლოდ ამა თუ იმ გვარის ისტორიას ვეცნობით, არამედ საქართველოს სოციალური ისტორიის მთელ რიგ საკითხებსაც ვარკვევთ.