სამეგრელოს სოფელი ძველად და ახლა
2021

სამეგრელოს სოფელი ძველად და ახლა

10.12


ავტორები:
დავით ჭითანავა
ბეჟან ხორავა
ქეთევან ციმინტია
იოსებ შენგელია

ნაშრომი შესრულებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. გრანტი - FR-17-144

ნაშრომისამეგრელოს სოფელი ძველად და ახლა“ (ისტორიულ-ეთნოლოგიური გამოკვლევა) წარმოადგენს სამეგრელოს ისტორიულ-ეთნოლოგიურ გამოკვლევას უძველესი დროიდან დღევანდელობის ჩათვლით. საკვლევ საკითხთა ორიენტირად, როგორც ისტორიული, ისე ეთნოლოგიური თვალსაზრისით, შერჩეულია სამეგრელოს თითოეული მუნიციპალიტეტიდან თითო დიდი სათემო დასახლება თავისი სპეციფიკური მახასიათებლების მიხედვით. ესენია: მარტვილის მუნიციპალიტეტის ხუნწის თემი, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ჭოღის თემი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემი, აბაშის მუნიციპალიტეტის კეთილარის თემი, სენაკის მუნიციპალიტეტის ხორშის თემი, ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბას თემი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კოკის თემი. სამეცნიერო ლიტერატურის, საისტორიო წყაროების, მათ შორის საარქივო მასალების, XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისის, საბჭოთა პერიოდისა და პოსტსაბჭოთა პერიოდის პერიოდული პრესის და საველე-ეთნოგრაფიული მასალების შესწავლისა და კრიტიკული ანალიზის საფუძველზე პირველად მონოგრაფიულად შესწავლილია სამეგრელოს სოფლის ისტორია, რასაც არა მხოლოდ მეცნიერული, არამედ პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს. სამეცნიერო მიმოქცევაში შემოგვაქვს მნიშვნელოვანი მასალა, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ძველი და თანამედროვე სამეგრელოს სოფლის კულტურული, ეკონომიკური და სოციალური განვითარების გაშუქებას.