წიგნში განხილულია კავკასიის ხალხთა ისტორიისა და სოციალურ- კულტურული ცხოვრების აქტუალური საკითხები, რომლებსაც ავტორი მეთოდოლოგიური პლურალიზმისა და ინტერდისციპლინარული მიდგომის საფუძველზე განიხილავს. ამგვარი მიდგომა შესაძლებლობას იძლევა ახლებურად დავინახოთ კავკასიის ხალხთა ისტორიაში არსებული მრავალი პრობლემა. ავტორი ყურადღებას ამახვილებს კავკასიური ერთიანობის იდეის ისტორიასა და მისი რეალიზების პერსპექტივაზე. ნაშრომში წარმოდგენილი ანალიზის თანახმად, კავკასიური ცივილიზაცია, რომელიც ეფუძნება კავკასიელ ხალხთა ერთიან ისტორიულ წარსულში ჩამოყალიბებულ საერთო ღირებულებებს - ეტიკეტს, საკომუნიკაციო კულტურას და ეთნოლინგვისტურ ერთობას, შეიძლება აღიარებულ იქნეს რეგიონის ინტეგრაციის იდეოლოგიურ ბაზად.