05.09.2023

გრიგოლ ფერაძის III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2023 წლის 12-14 სექტემბერს თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის, ვარშავის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ფაკულტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ინსტიტუტისა და წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის კავშირის ორგანიზებით გაიმართება გრიგოლ ფერაძის III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: საქართველო და ქრისტიანული ცივილიზაცია“.  
თემა - ქრისტიანული აღმოსავლეთი და კავკასია.


კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის I კორპუსში ჩატარდება.

კონფერენციის ენები: ქართული და ინგლისური

კონფერენციის ელ-მისამართი: ihe.conferences@tsu.ge

კონფერენციის პროგრამა