10.11.2023

ინსტიტუტის 2012-2023 წლების მნიშვნელოვანი გამოცემები

მეცნიერების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, 2023 წლის 10 ნოემბერს თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში გაიხსნა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილია ინსტიტუტის 2012-2023 წლების მნიშვნელოვანი გამოცემები:

• უცხოენოვანი გამოცემები;
• მონოგრაფიები;
• სამეცნიერო კონფერენციის მასალები;
• სახელმძღვანელოები;
• საგრანტო პროექტები (ინსტიტუტის, როგორც წამყვანი ორგანიზაციის მიერ, ასევე სხვა ორგანიზაციების სამეცნიერო პროექტებში ჩართული ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლების მონაწილეობით გამოცემული მონოგრაფიები);
• ინსტიტუციური თანამშრომლობის შედეგად განხორციელებული გამოცემები;
• პერიოდული გამოცემები.

გამოფენა დაიხურება 17 ნოემბერს.

ვიდეოკოლაჟი