02.11.2023

ერთობლივი კვლევები ბორჯომის მუნიციპალიტეტში

   მიმდინარე წლის 27-29 ოქტომბერს, ვენეციის კა' ფოსკარის უნივერსიტეტის ფიზიკური ანთროპოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, პროფესორი ფრანჩესკა ბერტოლდი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორიის თანამშრომლები: ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ლიანა ბითაძე და მეცნიერი თანამშრომელი  შორენა ლალიაშვილი, ერთობლივი პროექტის - „Toccare l’Archeologia: MOdelli 3D di reperti archeologici per la ricerca e la promozione del patrimonio  (T’AMO3D) („არქეოლოგიასთან შეხება: არქეოლოგიური ნიმუშების 3D მოდელები მემკვიდრეობის შესწავლისა და პოპულარიზაციისთვის (T'AMO3D)“), ფარგლებში იმყოფებოდენ ქალაქ ბორჯომში, ღვთისმშობლის დედის შობის დედათა მონასტერში, სადაც დაცულია სოფელ ყვიბისის ბერთა საყდრების მონასტრის კრანიოლოგიური კოლექცია. მათ შემდგომი კვლევებისათვის გადაარჩიეს ნიმუშები და აწარმოეს თავის ქალების 4 რაკურსით სურათის გადაღება და გაზომვა.
   2 ნოემბერს პროფესორმა ფრანჩესკა ბერტოლდიმ, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის მიმართულების სტუდენტებს წაუკითხა ლექცია  - საველე ანთროპოლოგია - სამარხში არსებული მდგომარეობის დეტალური აღწერა და ფოტოგრაფირება.