საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო პროექტის [FR-19-8876] - „საზოგადოება, მკურნალი, პაციენტი: ტრადიციული ქართული სამედიცინო სისტემის სოციოკულტურული ასპექტები და თანამედროვეობა“ საბოლოო შედეგებისა და ამავე სახელწოდების წიგნის წარდგენა გაიმართება ა.წ. 8 მარტს 15:00 სთ-ზე თსუ Iკორპუსში N202 აუდიტორიაში
კვლევა განხორციელდა თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ბაზაზე. წიგნის ავტორები: ნ. მინდაძე, ნ. ჩირგაძე, ლ. ნებიერიძე, ე. ჭელიძე, თ. ანთაძე.