29.03.2024

გიორგი ჭეიშვილის, ლავრენტი ჯანიაშვილის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის სამეცნიერო მივლინება სომხეთში

2024 წლის 27 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით ქ. ერევანში (სომხეთის რესპუბლიკა), სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - სომხეთი, როგორც ცივილიზაციური გზაჯვარედინი: ისტორიული და კულტურული კავშირები, მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, სამეცნიერო მივლინებით იმყოფებიან: ინსტიტუტის დირექტორი, შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ისტორიის დოქტორი გიორგი ჭეიშვილი, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ლავრენტი ჯანიაშვილი, ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნიკოლოზ ჯავახიშვილი.