05.10.2019

რუსუდან ხარაძის დაბადებიდან 110 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიება

2019 წლის 5 ოქტომბერს თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კულტურის  განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ცნობილი ქართველი ეთნოლოგის - რუსუდან ხარაძის დაბადებიდან 110 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება.
ინსტიტუტის თნამშრომლებმა სოფელ ფარცხნალში მოინახულეს პროფესორ რუსუდან ხარაძისა და აკადემიკოს ევგენი ხარაძის სახლმუზეუმები. დაბა ხარაგაულის ბიბლიოთეკაში გაიმართა საიუბილეო კონფერენცია.

 მონაწილეობდნენ:

გიორგი ჭეიშვილი - შესავალი სიტყვა
როლანდ თოფჩიშვილი - რუსუდან ხარაძის ცხოვრება და მოღვაწეობა
ვალერიან ვაშაკიძე - სახელმწიფო ტერიტორიის აღქმა ქართულ წერილობით         
    წყაროებში
სალომე ბახია-ოქრუაშვილი - რუსუდან ხარაძისა და ალექსი რობაქიძის
    წვლილი სვანეთის ეთნოგრაფიულ შესწავლაში