15.04.2024

შორენა ლალიაშვილის და ნინო თავართქილაძის სამეცნიერო მივლინება სომხეთში

2024 წლის 8 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის - „თავის ქალას ხელოვნური დეფორმაციის კულტურული ფენომენის შესწავლა სამხრეთ კავკასიაში: ანთროპოლოგიური და გენეტიკური კვლევა, ბრინჯაოს ხანიდან ადრე შუა საუკუნეებამდე“ (FR-23-17430, ხელმძღვანელი - ჰარალდ რინგბაუერი), ფარგლებში სამეცნიერო მივლინებით ქალაქ ერევანში, სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიისა და ანთროპოლოგიის ინსტიტუტში იმყოფებოდნენ ინსტიტუტის ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომლები: შორენა ლალიაშვილი (ძირითდი შემსრულებელი) და ნინო თავართქილაძე (კოორდინატორი).
მივლინება დაგეგმილი იყო პროექტის პირველ საანგარიშო პერიოდში და ითვალისწინებდა ფიზიკური ანთროპოლოგიის ლაბორატორიაში (ერევანში), პროექტის მონაწილე ანაჰიტ ხუდავერდიანთან ერთად, თავის ქალის ხელოვნური დეფორმაციების გამოკვლევას და ნიმუშების მომზადებას გენეტიკური ანალიზისათვის, რომელიც უნდა ჩატარდეს მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტში (ლაიფციგი, გერმანია).