14.06.2024

ერთობლივი კვლევები კამერიერის რენტგენოგრაფიული მეთოდით

   2024 წლის 9-12 ივნისს ვენეციის კა' ფოსკარის უნივერსიტეტის ფიზიკური ანთროპოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, პროფესორი ფრანჩესკა ბერტოლდი,  პროფესორი ლეონარდო კატალინი (პარმას უნივერსიტეტი), დენიზ პიანო (ექიმი სასამართლო მედიცინის სპეციალობით) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორიის თანამშრომლები: ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ლიანა ბითაძე და მეცნიერი თანამშრომელი  შორენა ლალიაშვილი, ერთობლივი პროექტის ფარგლებში იმყოფებოდენ ქალაქ ბორჯომში, ღვთისმშობლის დედის შობის დედათა მონასტერში, სადაც დაცულია სოფელ ყვიბისის ბერთა საყდრების მონასტრის კრანიოლოგიური კოლექცია. ვიზიტის მიზანი იყო აღნიშნული ძლოვანი ნაშთების ასაკის განსაზღვრა კამერიერის რენტგენოგრაფიული მეთოდით.
   13 ივნისს ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის მიმართულების დოქტორანტებს  იტალიელმა მეცნიერებმა გააცნეს და შეასწავლეს ახალი მეთოდით ასაკის განსაზღვრა, მათ აგრეთვე ჩაუტარდათ პრაქტიკული მეცადინეობა.