15.02.2024

ნინო მინდაძე უნივერსიტეტის მედლით დაჯილდოვდა


2024 წლის 15 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერთანამშრომელი ნინო (ნუნუ) მინდაძე, ქვეყნისთვის და უნივერსიტეტისთვის გაწეული ღვაწლისათვის, სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, უნივერსიტეტის მედლით დააჯილდოვა.

ცნობილ ქართველ მეცნიერს უნივერსიტეტის მედალი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისთვის, 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით გადაეცა.