19.10.2026

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "თანამედროვე დიასპორები. არსებული მდგომარეობა და კვლევის პერსპექტივები"

  2026 წლის 22-23 ოქტომბერს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის - „მიგრაციები და ახალი ეთნიკური დიასპორების ფორმირება (შედარებითი კვლევა საქართველოსა და სომხეთში)“ (SC-24-248), ფარგლებში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „თანამედროვე დიასპორები. არსებული მდგომარეობა და კვლევის პერსპექტივები.“

  კონფერენციის ორგანიზატორები: ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, თსუ (საქართველო), არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი (SNCO) (სომხეთი).

  კონფერენცია ჩატარდება თსუ-ს I კორპუსში, ილია ჭავჭავაძის გამზირი N1, აუდიტორია 107.

  პროგრამა იხ: https://ihe.tsu.ge/docs/ModernDiasporas_1792158022.pdf