ნიკოლოზ ჯავახიშვილის სამეცნიერო მივლინება ლიეტუვასა და ლატვიაში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი, აკადემიკოსი ნიკოლოზ ჯავახიშვილია/წ 1-9 სექტემბერს მიწვეულია ლიეტუვის ვილნიუსის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, სადაც მან უნდა წაიკითხოს ლექციათა მოკლე კურსი თემაზე:„ლიეტუვურ-ქართული ორმხრივი ურთიერთობანი: ისტორია და თანამედროვეობა“. 10-19 სექტემბერს კი, ნიკოლოზ ჯავახიშვილი ლატვიაში, ქალაქ რიგაში, ლატვიის ქართული დიასპორის წევრებისათვის საჯარო ლექციებს წაიკითხავს.