აკადემიკოსი
გრიგოლ გიორგაძე
გრიგოლ (კუკური) გიორგაძე
(1927-2005)
ქართველი ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1973), პროფესორი (1991), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემოკოსი (1993).
გრიგოლ გიორგაძე დაიბადა 1927 წელს ქ. ქუთაისში. 1952 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
1952–1955 წწ.-ში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტ. ასპირანტი, 1956 წლიდან მუშაობდა ამავე ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომელად, 1960 წლიდან - უფროს მეცნიერ-თანამშრომელად, 1986 წლიდან კი - მთავარ მეცნიერ-თანამშრომლად; 1988 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ძველი ისტორიის განყოფილების გამგედ, 1991 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასირიოლოგიის კათედრის გამგე.
გ. გიორგაძე მუშაობდა ძველი აღმოსავლეთის ისტორიაში, კერძოდ, ხეთოლოგიასა და მომიჯნავე დარგებში. მისი სამეცნიერო შრომები ეძღვნება ძირითადად, ხეთების სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური ისტორიის, სახელმწიფოებრივი წყობის, მათი პოლიტიკური და ეთნიკური ისტორიის, ისტორიული გეოგრაფიის, სამართლის საკითხებს. იკვლევდა ხეთურ და ქართველურ ენათა, ხეთური და ძველი ქართული რელიგიური პანთეონის, ხეთებისა და ქართველურ ტომთა კულტურული ურთიერთობის საკითხებს.
სადისერტაციო თემა - „ხეთების სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური ისტორიის ნარკვევები (უშუალო მწარმოებლები ხეთურ საზოგადოებაში)“.
ძირითადი ნაშრომები: