აკადემიის წევრ-კორესპონდენტი
აკაკი სურგულაძე
აკაკი სურგულაძე
(1913-1991)
ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1958), პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967), საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1974).
1953-1957 და 1972-1976 წლებში იყო თსუ-ს ისტორიის ფაკულტეტის დეკანი. 1958 წლიდან იყო სსრკ-ის ისტორიის კათედრის გამგე. 1965 წლიდან მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში.
იკვლევდა XIX და XX საუკუნეების საქართველოს და ამიერკავკასიის საზოგადოებრივი აზრის განვითარების, ეროვნული მოძრაობის, ერისა და ქართველი ხალხის კონსოლიდაციის საკითხებს. იყო საქართველოს ისტორიის ნარკვევების რვატომეულის VI ტომის რედაქტორი და ძირითადი ავტორი, რის გამოც მიენიჭა სახელმწიფო პრემია (1982).
ძირითადი ნაშრომები:
- ნარკვევები ქართველი ინტელიგენციის ისტორიიდან, თბილისი, 1980
- ექვთიმე თაყაიშვილი, 1977
- ივანე ჯავახიშვილი, 1976
- ქართული საზოგადოებრივი აზრი XIX საუკუნის მეორე ნახევარში, 1973
- რუსეთის იმპერია XIX საუკუნეში, 1973
- ერის ცნებისა და რევოლუციამდელ საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ეტაპების შესახებ, 1970
- ნიკოლოზ ბარათაშვილის ეპოქა, 1968
- რუსეთი იმპერიალიზმის ეპოქაში, 1966
- სოციალისტური რევოლუციის გამარჯვება ამიერკავკასიაში (1918-1921), ტ. 2, 1961
- ბრძოლა სოციალისტური რევოლუციის გამარჯვებისთვის ამიერკავკასიაში (1917-1918), 1957