რუსუდან ხარაძე
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

რუსუდან ხარაძე

                                    რუსუდან ხარაძე
                                         (1909-1965)

ქართველი ისტორიკოსი, ეთნოლოგი. საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1960). ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1955). 1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი.
1932–1933 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. 1937-1965 წწ-ში ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას ენიმკის ინს-ში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოგრაფიულ კათედრაზე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში.
რ. ხარაძე იკვლევდა ქართველთა და ჩრდილო კავკასიელ ხალხთა სოციალურ ურთიერთობას (საოჯახო ყოფა, ნათესაობის სისტემა, ტერიტორიული თემი, ხალხთა მმართველობის სისტემა, ადათობრივი სამართალი). განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი მონოგრაფია, „ქართული საოჯახო თემი.“

ძირითდი ნაშრომები: