თინათინ ოჩიაური
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

თინათინ ოჩიაური

                             თინათინ ოჩიაური
                                    (1920-2010)

ქართველი ისტორიკოსი, ეთნოლოგი, ფოლკლორისტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1941 წელს.  სამეცნიერო მოღვაწეობა ქართული ეთნოლოგიური მეცნიერების  ფუძემდებლების: გიორგი ჩიტაიასა და ვერა ბარდაველიძის გვერდით დაიწყო. 
თ. ოჩიაური ძირითადად, ქართველ მთიელთა სულიერი კულტურის საკითხებზე მუშაობდა და წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრეაფიის ინსტიტუტის საქართველოს სულიერი კულტურის ეთნოლოგიური კვლევის განყოფილებას. იგი რამდენიმე მონოგრაფიის, სამეცნიერო-პოპულარული წიგნის და 100-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორია; პირველმა შეისწვლა საქართველოში რჩეულობის ინსტიტუტი ხევსურული ქადაგობის მაგალითზე; მანვე ერთ-ერთმა პირველმა, საქართველოში მითოლოგიური გადმოცემები ისტორიული მიდგომით გამოიკვლია; მისი ხელმძღვანელობით მრავალი ეთნოლოგი გაიზარდა; . ოჩიაურის დიდი დამსახურებაა ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის არქივში დაცული ფშავ-ხევსურული საარქივო მასალების გამოცემა. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1950), დისერტაციის თემა - „ქართველთა უძველესი სარწმუნოების ისტორიიდან, ქადაგობა ხევსურეთში“ (წიგნად გამოიცა 1954 წელს); ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1969), დისერტაციის თემა - „მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოში.“

ძირითადი ნაშრომები: