ვიქტორ გუჩუა
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

ვიქტორ გუჩუა

                                  ვიქტორ გუჩუა
                                    (1914-1985)

ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1983), საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1982).
1940 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1945-1960 წლებში საშუალო სკოლის დირექტორად მუშაობდა წალენჯიხის და  ზუგდიდის რაიონებში. 1960 წლიდან იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. ამავდროულად, 1969 წლიდან მუშაობდა  "ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის " საქართველოს ისტორიის რედაქციის მეცნიერ-კონსულტანტად, შემდეგ - გამგედ. იკვლევდა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურის ისტორიის, ისტორიოგრაფიისა და ქრონოლოგიის საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატია, მონოგრაფია, სახელმძღვანელო. ვ. გუჩუა არისსაქართველოს ისტორიის ნარკვევების“ IV ტომის ერთ-ერთი ძირითადი ავტორი, აგრეთვე, III ტომის რედაქტორი ზურაბ ანჩაბაძესთან ერთად (1982 წელს ავტორთა კოლექტივთან ერთად მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია).

ძირითადი ნაშრომები:
 
  • საქართველოს ისტორია. მე- 7–10 კლასების სახელმძღვანელო (თანაავტორი), 1961–85;
  • გადავხედოთ წარსულს, ქართველი ხალხის თავდაცვითი ბრძოლები ძველი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნიდან ახალი წელთაღრიცხვის მეათე საუკუნემდე (ავტორი), 1967;
  • საქართველოში სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (თანაავტორი), 1967;
  • საქართველოს XVI–XVIII სს. ეკონომიური ისტორიის შესწავლა ქართულ საბჭოურ ისტორიოგრაფიაში, კრ.: ქართული ისტორიოგრაფია, . 1, 1968;
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები. საქართველო XI-XV საუკუნეებში (თანაავტორი)//. 3, 1979.