აკადემიკოსი
ნანა ხაზარაძე
ნანა ხაზარაძე
(1931-2019)
ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1986), პროფესორი (1992), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (2012). მისი ნაშრომები ისტორიის სხვადასხვა საკითხს, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთისა და კავკასიის ძველი ისტორიისა და ქართველი ხალხის ეთნოგენეზის პრობლემებს შეეხება.
დაამთავრა მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1955 წელს.
1957-1959 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ძველი ისტორიის განყოფილების ლაბორანტი; 1959-1975 წწ. განყოფილების უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1976-1986 წწ. განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1986-1990 წწ. განყოფილების წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი; 1990-2005 წწ. ინსტიტუტის ქართველი ხალხის ეთნოგენეზის კომპლექსური შესწავლის საპრობლემო ჯგუფის ხელმძღვანელი; 1990–2006 წწ. ინსტიტუტის ძველი ისტორიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი; 2005-2006 წწ. ამავე განყოფილების გამგე; 2009-2019 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი; 1990-2019 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურის ისტორიის მიმართულების ხელმძღვანელი. გამოქვეყნებული აქვს 214 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 12 წიგნი, აქედან 3 თანაავტორობით, 3 სახელმძღვანელო. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1974 წელს, სადოქტორო დისერტაცია - 1986 წელს. 1992 წელს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება.
მიღებული აქვს: საქართველოს სახელმწიფო, გიორგი მელიქიშვილის სახელობის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემიები (2010); სიმონ ჯანაშიას სახელობის პრემია (1985).
ძირითდი ნაშრომები: