ოთარ ლორთქიფანიძე
აკადემიკოსი

ოთარ ლორთქიფანიძე

                             ოთარ ლორთქიფანიძე
                                     (1930-2002)

ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1966). პროფესორი (1969). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი (1997-). აკადემიკოსი (2002-). გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტი , წევრკორესპონდენტი. ესპანეთის სამეფო საისტორიო აკადემია, წევრი (2001-). კლასიკური არქეოლოგიის საერთაშორისო ასოციაცია (რომი), წევრი. კლასიკური მითოლოგიის იკონოგრაფიული ლექსიკონის საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტი, წევრი. პოლონეთის არქეოლოგიური სამეცნიერო საზოგადოება, წევრი. მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (2000).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (1953). 1972 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში; 1977 წლიდან ხელმძღვანელობდა მისივე ინიციატივით შექმნილ არქეოლოგიური კვლევის ცენტრს. 1966 წლიდან ოთარ ლორთქიფანიძე სათავეში ჩაუდგა ვანის არქეოლოგიურ ექსპედიციასმისი კვლევის საგანი იყო ძველი კოლხეთისა და იბერიის ისტორია არქაული ეპოქიდან გვიანდელ ანტიკურ ხანამდე. 1977 წლიდან მისი ინიციატივით ეწყობოდა შავიზღვისპირეთის ძველი ისტორიული და არქეოლოგიური საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმები. 1985 წელს  დააფუძნა ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, რომელშიც განთავსებულია ვანის ნაქალაქარზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალის უმეტესობა (4 000-ზე მეტი ექსპონატი). მისი კონცეფციით შეიქმნა ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი. იგი იყო სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი საზღვარგარეთ მოწყობილი არაერთი არქეოლოგიური გამოფენისა (მოსკოვში, საარბრიუკენში, შტუტგარტში, ბრაუნშვაიგში, ბონში, ბოხუმში, ვისბადენში). გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი ნაშრომი (მონოგრაფიები და სტატიები მრავალ ენაზე). 1991 წელს გერმანიაში გამოცემულ . ლორთქიფანიძის წიგნს - "Archologie in Georgien" - მიენიჭა ქალაქ მაინცის არქეოლოგიური საზოგადოების მედალი. არის ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის საერთაშორისო პრემიის ლაურეატი. მისი სახელი მინიჭებული აქვს ვანის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალს და ქუჩას რომელზეც მუზეუმი მდებარეობს.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ხელოსნური წარმოება და ვაჭრობა მცხეთაში ახალი წელთაღრიცხვის I-III საუკუნეებში", დაიცვა 1958 წელს; სადოქტორო ისერტაციის თემა - "ანტიკური სამყარო და ძველი საქართველო.

ძირითადი ნაშრომები: