ოთარ ჯაფარიძე
აკადემიკოსი

ოთარ ჯაფარიძე

                                  ოთარ ჯაფარიძე
                                     (1921-2020)

ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1962). პროფესორი (1964). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი (1979-). აკადემიკოსი (1993-). მიღებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის პრემია (1969). საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში მონოგრაფიისათვის - "საქართველოს არქეოლოგია" (1991).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (1943). 1944 წლიდან სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1948-1950 წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1950-1952 წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიის განყოფილების უფროს მეცნიერ-თანამშრომელი; 1952 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობს; სხვადასხვა დროს იყო არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის კათედრის ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი; 1967 წელს დაინიშნა არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის კათედრის გამგედ; მომდევნო წელს, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის კათედრების გაყოფის შემდეგ, გახდა არქეოლოგიის კათედრის გამგე, რომელსაც თითქმის სამი ათეული წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა; ძირითადად იკვლევდა ბრინჯაოს ხანის საქართველოს კულტურის ისტორიისა და ქართველურ ტომთა ეთნოლოგიის ისტორიის საკითხებს. მისი ხელმძღვანელობით და მონაწილეობით გათხარეს არკნეთისა და ქვასათალის სამაროვნები ფრანის ხეობაში 1953-1954 წლებში, ზურტაკეტის შუა ბრინჯაოს ხანის გორასამარხები 1959-1965 წლებში, ადრინდელი სამიწათმოქმედო კულტურული ნამოსახლარები, შულავრის, იმირისა და ხრამის დიდი გორები, აგრეთვე ქვემო ქართლის ბრინჯაოს ხანის გორასამარხები 1965-1971 წლებში, ასევე, 1971-1977 წწმესხეთისა და 1978-1982 წწ. და მარტყოფის გორასამარხები. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართველი ტომების ისტორიის კვლევაში ლითონის წარმოების ადრეულ საფეხურზე, ქართველი ხალხის ეთნოგენეზისის კვლევის საქმეში. არის 120-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორიარის საქართველოს ერთერთი წამყვანი არქეოლოგი.

ძირითადი ნაშრომები: