შეხვედრა ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში
2023 წლის 12 დეკემბერს, ანზორერქომაიშვილისსახელობისფოლკლორისსახელმწიფოცენტრში, საარქივომასალებისგაციფრებისადაკატალოგიზაციისპროექტისფარგლებში, გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრა. პროექტის ხელმძღვანელმა - სანდრო ნათაძემ შეხვედრის მონაწილეებს პროცესის მიმდინარეობა და 2024 წელს ამ მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.
ცენტრისდირექტორმაგიორგიდონაძემპროექტისმნიშვნელობაზეისაუბრადა თსუ ივანეჯავახიშვილისსახელობისისტორიისადაეთნოლოგიისინსტიტუტისდირექტორს -გიორგიჭეიშვილსდაამავეინსტიტუტის ისტორიული და ეთნოლოგიური არქივისხელმძღვანელს - ნიკოლოზგურგენიძესთანამშრომლობისთვისმადლობაგადაუხადა.
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრსა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ეტაპობრივად განხორციელდა ინსტიტუტის ისტორიულ და ეთნოლოგიურ საარქივო ფონდში დაცული მასალის კატალოგიზაციის პროექტი, კერძოდ, გაციფრდა და აღირიცხა კომპოზიტორ ნიკო სულხანიშვილის, დიმიტრი არაყიშვილის, შალვა ასლანიშვილის, თამარ მამალძის, გრიგოლ ჩხიკვაძის, მანანა შილაკაძის, ნინო მაისურაძის და სხვა ცნობილი ეთნომუსიკოლოგების ხელნაწერები და საექსპედიციო ჩანაწერები. გაციფრებული მასალების ასლები ფოლკლორის ცენტრის არქივსაც გადაეცემა.
2024 წელს დაგეგმილია ინსტიტუტის არქივში დაცული და ფოლკლორის ცენტრის მიერ გაციფრებული პირველი ეთნომუსიკოლოგი ქალის - თამარ მამალაძის დღემდე უცნობი საექსპედიციო აუდიოჩანაწერების, საველე დღიურებისა და სამეცნიერო ნაშრომების გამოცემა.
აღნიშნული პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.