შორენა ლალიაშვილის და ნინო თავართქილაძის სამეცნიერო მივლინება სომხეთში
2024 წლის 8 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის - „თავისქალასხელოვნურიდეფორმაციისკულტურულიფენომენისშესწავლასამხრეთკავკასიაში: ანთროპოლოგიურიდაგენეტიკურიკვლევა, ბრინჯაოსხანიდანადრეშუა საუკუნეებამდე“ (FR-23-17430, ხელმძღვანელი - ჰარალდ რინგბაუერი), ფარგლებში სამეცნიერო მივლინებით ქალაქ ერევანში,სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიისა და ანთროპოლოგიის ინსტიტუტში იმყოფებოდნენ ინსტიტუტის ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომლები: შორენა ლალიაშვილი (ძირითდი შემსრულებელი) და ნინო თავართქილაძე (კოორდინატორი). მივლინება დაგეგმილი იყო პროექტის პირველ საანგარიშო პერიოდში და ითვალისწინებდა ფიზიკური ანთროპოლოგიის ლაბორატორიაში (ერევანში), პროექტის მონაწილე ანაჰიტ ხუდავერდიანთან ერთად, თავის ქალის ხელოვნური დეფორმაციების გამოკვლევას და ნიმუშების მომზადებას გენეტიკური ანალიზისათვის, რომელიც უნდა ჩატარდეს მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტში (ლაიფციგი, გერმანია).