01.09.2023

ნიკოლოზ ჯავახიშვილის სამეცნიერო მივლინება ლიეტუვასა და ლატვიაში

   ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი, აკადემიკოსი ნიკოლოზ ჯავახიშვილი ა/წ 1-9 სექტემბერს მიწვეულია ლიეტუვის ვილნიუსის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, სადაც მან უნდა წაიკითხოს ლექციათა მოკლე კურსი თემაზე: ლიეტუვურ-ქართული ორმხრივი ურთიერთობანი: ისტორია და თანამედროვეობა“.
   10-19 სექტემბერს კი, ნიკოლოზ ჯავახიშვილი ლატვიაში, ქალაქ რიგაში, ლატვიის ქართული დიასპორის წევრებისათვის საჯარო ლექციებს წაიკითხავს.