მალხაზ აბდუშელიშვილი
აკადემიკოსი

მალხაზ აბდუშელიშვილი

                                  მალხაზ აბდუშელიშვილი
                                              (1926-1998)

ქართველი ანთროპოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1965). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1993). საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1979).
1948 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. ამავე წელს დაიწყო მუშაობა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის ანთროპოლოგიის განყოფილ. ალ. ნათიშვილის ხელმძღვანელობათ; 1959 წლიდან ამავე განყოფილების გამგეა; მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა კავკასიის ძველი და თანადროვე მოსახლეობის (1950), აგრეთვე ინდოეთის სუბკონტინენტის ენდოგამიური პოპულაციების ანთროპოლოგიური კვლევა(1971); მის სახელთან არის დაკავშირებული ქართველი ხალხის ანთროპოლოგიური შესწავლა; კავკსიის და ინდოეთის მოსახლეობის ანთროპოლოგიური კლასიფიკაცია; ძირითადი ანთროპოლოგიური ტიპების ადგილის განსზღვრა ზოგად რასობრივ სისტემატიკაში და სხვა. ის ხელმძღვანელობდა სსრკ-ინდოეთის ერთობლივ ანთროპოლოგიურ ექსპედიციებს (1971, 1974–1975, 1978-1979, 1983).
მალხაზ აბდუშელიშვილი ქართული ანთროპოლოგიური სკოლის ერთერთი ფუძემდებელია. 1973 წლიდან იყო ევროპის ანთროპოლოგიის ასოციაციის წევრი. სრულიად ინდოეთის ადამიანის გენეტიკოსთა საზოგადოების საპატიო წევრი (1979), იუნესკოს ექსპერტი (1964).

ძირითდი ნაშომები:
 
  • Антропологическая методика (ავტორი), 1992.
  • საქართველოს პალეოსტომატოლოგია (თანაავტორი), 1989.
  • საქართველოს ანთროპოლოგია რკინის წარმოების ფართო ათვისების ხანაში (ავტორი), 1988.
  • კავკასიის ანთროპოლოგია ბრინჯაოს ხანაში (ავტორი), 1982.
  • კავკასიის ანთროპოლოგია ფეოდალურ ხანაში (ავტორი), 1980.
  • კავკასიის მოსახლეობის ანთროპოლოგია ადრეანტიკურ და ელინისტურ ხანაში (ავტორი), 1978.
  • კავკასიის მოსახლეობის ანთროპოლოგია გვიანანტიკურ ხანაში (ავტორი), 1978.
  • კრანიოლოგია (ავტორი), 1976.
  • Антропология древнего и современного населения Грузии (თანაავტორი), 1964.