მარიამ ლორთქიფანიძე
აკადემიკოსი

მარიამ ლორთქიფანიძე

                        მარიამ (მარიკა) ლორთქიფანიძე
                                         (1922-2018)

ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1973), პროფესორი. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (1993); საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1975); ივ. ჯავახიშვილის (1976), . ბერძენიშვილის (1980) სახელობის და საქართველოს სახელმწიფო (1982) პრემიების ლაურეატი.
დაიბადა 1922 წლის 28 აგვისტოს ბათუმში. 1943 წელს დაამთავრა თსუ-ს  ისტორიის ფაკულტეტი
1947 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, ეთნოგრაფიისა და არქეოლოგიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. 1948 წლიდან მოღვაწეობდა თსუ-ში. ამავე წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე:თბილისის საამირო“. 1972 წლიდან არის თსუ საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე. სადოქტორო დისერტაციის თემა: „ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება.“
გამოქვეყნებული აქვს 100 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 10 წიგნი.
რუსულად თარგმნა ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები: „მატიანე ქართლისა“, სუმბატ დავითის ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა“. მისი თაოსნობით 1996 წელს თსუ საქართველოს ისტორიის კათედრასთან ჩამოაყალიბა საქართველოს სოფლების ისტორიის შემსწავლელი ლაბორატორია.
დაკრძალულია მწერალთა და საოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ძირითადი ნაშრომები: