პროფესორი
ვერა ბარდაველიძე
ვერა ბარდაველიძე
(1899-1970)
ქართველი ეთნოგრაფი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1957), პროფესორი (1966), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1963).
თბილისის ქალთა გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თსუ-ს სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ 1923 წელს, სწავლობდა მატერიალური კულტურის აკადემიის ასპირანტურაში ლენინგრადში, (1926-1929 წწ.).
1931 წლიდან, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, სამეცნიერო-პედაგიოგიურ მუშაობას ეწეოდა ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტში (ენიმკი), საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, თსუ-ს ეთნოგრაფიის კათედრაზე და შემდგომ ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში. 1965 წლიდან იყო ამ ინსტიტუტის საქართველოს ეთნოგრაფიის განყოფილების გამგე.
მან მეცნიერულად შეისწავლა ხალხური საკულტო ძეგლები. ბარდაველიძის შრომები მიძღვნილია ქართული ხალხური ადრინდელი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სულიერი კულტურის პრობლემებისადმი (ასტრალური რწმენა-წარმოდგენები, ღვთაებათა პანთეონი, ნაყოფიერება-გამრავლებასთან დაკავშირებული კულტები და რიტუალები, ქართული ხალხური დღეობათა კალენდარი, ხალხური ორნამენტი, საწესო გრაფიკული ხელოვნება და მრავალი სხვა).
ვ. ბარდაველიძემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ქართულ საწესო გრაფიკულ ხელოვნებას, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს მრავალრიცხოვანი არქეოლოგიის გრაფიკული მასალის გაშიფვრისა და გააზრებისათვის. საგანგებოდ აღსანიშნავია მის მიერ აღმოსავლეთ საქართველოში მთიელთა თემის ადრეკლასობრივი საფეხურის სოციალურ-ეკონომიკური ორგანიზაციის (თეოკრატია) ბუნების დადგენა, რითაც საფუძველი გამოაცალა მთაში გვაროვნული წყობის მარადიულობის თეორიას.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ძირითადი ნაშრომები: