თინათინ ყაუხჩიშვილი
აკადემიკოსი

თინათინ ყაუხჩიშვილი

                                       თინათინ ყაუხჩიშვილი
                                                (1919-2011)

ქართველი მეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის  აკადემიკოსი (1993), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1975); ვილკენმანის საზოგადოების პრეზიდიუმი, წევრი (1971), საქართველოს ისტორიული წყაროების კომისიის უცხოური წყაროების კომისია, თავმჯდომარე (1982-), სსრკ-საბერძნეთის საზოგადოების პრეზიდიუმი, წევრი (1981-).
თინა ყაუხჩიშვილმა 1941 წელს დაამთავრა თსუ   ფილოლოგიის ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილება1945-1999 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერთანამშრომელი, ხოლო 1999 წლიდან 2006 წლამდე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერთანამშრომელი.
მისი სამეცნიერო საქმიანობა მოიცავდა ბერძნულ ეპიგრაფიკას, ანტიკურ წყაროებს საქართველოს შესახებ, ასევე ანტიკურ ლიტერატურას, კერძოდ, ძველ ბერძნულ ენას. არის 120-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის 19 წიგნისა. მისი შრომები გამოქვეყნებულია სხვადასხვა ქვეყნებში: რუსეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ბულგარეთში. კითხულობდა ლექციებს თბილისის, ლენინგრადის, იენისა და ლაიფციგის უნივერსიტეტებში.

ძირითდი ნაშრომები: