ვარლამ დონდუა
პროფესორი

ვარლამ დონდუა

                                 ვარლამ დონდუა
                                      (1895-1969)

ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1965).
1915 წელს დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია და შეუდგა პედაგოგიურ მოღვაწეობას, ჯერ მშობლიურ ქალაქში, შემდეგ -  თბილისში. 1919წელს გამოსცა სახელმძღვანელო საშუალო საუკუნეების ისტორია, სადაც აისახა ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის ძირითადი საკითხები. 1924 წელს ჩაირიცხა და 1927 წელს დაამთავრა ლენინგრადის უნივერ. ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, სადაც ნიკო მარს დაუახლოვდა.
შემდგომ, ენისა და აზროვნების ინსტიტუტის ასპირანტი, ლექციებს კითხულობს იქვე კავკასიის ქვეყნების ისტორიაში, ქართულ ენასა და ქართულ პალეოგრაფიაში.
ლენინგრადში . დონდუა 1942 წლამდე მოღვაწეობდა, ვიდრე საბოლოოდ არ დამკვიდრდა თბილისში. ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში სამი ათეული წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა წყაროთმცოდნეობისა და ისტორიული გეოგრაფიის განყოფილებას, პარალელურად ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში.
XVIII საუკუნის საქართველოს ისტორიის შესწავლას მიეძღვნა მისი უმნიშვნელოვანესი ნაშრმოები, ამასთანავე მან განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ისეთი სპეციალური საისტორიო დისციპლინების განვითარებაში, როგორიცაა: წყაროთმცოდნეობა, ეპიგრაფიკა, ტექსტოლოგია, არქეოლოგია, პალეოგრაფია. ცალკე უნდა აღინიშნოს . დონდუას, როგორც ქართული საისტორიო წყაროების რუსულად მთარგმნელის მოღვაწეობა. მან თარგმნა ბასილი ეზოსმოძღვრის, იოანე ბაგრატიონის, ბექა-აღბუღას სამართლის წიგნი და სხვა.
მეცნიერის მდიდარი ბიბლიოთეკა დაცულია ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში.

ძირითდი ნაშრომები: